"თოფურიას გაცილებით მშვიდად რომ ემოქმედა, ამ ჩხუბს მოიგებდა" - ჯო როგანი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ჯო როგანმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის საკვანძო ეპიზოდი გააანალიზა. როგანის აზრით, მას შემდეგ, რაც თოფურიამ კორპუსში მიყენებული უძლიერესი დარტყმით გეიჯი ნოკდაუნში გაგზავნა, ქართველმა მებრძოლმა ზედმეტი აგრესიის გამო ბრძოლის ვადამდე დასრულების შანსი ხელიდან გაუშვა.
აშკარად ჩანდა, რომ ილიას უბრალოდ მისი დანოკაუტება სურდა. უკან რომ დაეხია და დისტანციიდან, წერტილოვანი დარტყმებით ემუშავა, თავისი დახვეწილი კრივის წყალობით ამას ხუთივე რაუნდის განმავლობაში გააკეთებდა და ქულებით დამაჯერებლად მოუგებდა. ის კი იმდენად ჯიუტად მიიწევდა წინ, რომ ამ ბიჭის გატეხვის მცდელობაში მთელი ენერგია დახარჯა.
როდესაც ჯასტინი კორპუსში დარტყმის შემდეგ ძირს დაეცა, ილიას უკან რომ დაეხია, გეიჯი შეიძლება ფეხზე ვეღარც ამდგარიყო. არც კი ვარ დარწმუნებული, რომ რამის გაკეთება სჭირდებოდა — ჯასტინი უბრალოდ ჩაიკეცა. რა მოხდებოდა, უბრალოდ ხელებაწეულს რომ დაეხია უკან? ისე, როგორც შონმა გააკეთა თეთრ სახლში, როცა უკან დაიხია და იმ მომენტში უბრალოდ სამხედრო სალამი მისცა.
არ ვიცი, ასე რომ არ მოქცეულიყო, შეწყვეტდა თუ არა მსაჯი ბრძოლას, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ბრძოლა სწორედ მაშინ დასრულებულიყო. - ამბობს ჯო როგანი
Joe Rogan on the mistake Ilia Topuria made after dropping Justin Gaethje with a body shot. 💥
— The Combat Sport Poll Guy (@PollGuyUFC) November 17, 2026
Rogan: "You can tell like Ilia just wanted to knock him out."
"If he sits back and maybe just picks at him a little bit, he probably could do that for five rounds and just out-point… pic.twitter.com/gQF12edXFW
შეგახსენებთ, რომ ილიამ პირველი პროფესიონალური მარცხი სწორედ გეიჯისთან ბრძოლა იგემა. ამავე ჩხუბში "მატადორმა" ჩემპიონობის სტატუსიც დაკარგა და ქამრის მფლობელი ჯასტინ გეიჯია.