ალექსანდრე თოფურია მერაბ დვალიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა
9 საათის წინ
სხვა
1 წთ
აბუ-დაბიში ნურმაგომედოვების გარემოცვის მიერ მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა. თოფურიამ აღნიშნა, რომ მომხდარმა მასში ბრაზი და სირცხვილის გრძნობა გამოიწვია. ალექსანდრე თოფურიას თქმით, მერაბის რეაქცია მისთვის სრულიად მოსალოდნელი იყო, თუმცა მეორე მხარის მოქმედების ფორმამ გააკვირვა.
პირველ რიგში, რაც ვიგრძენი, იყო ბრაზი - ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქართველი და მერაბთან დაახლოებული ადამიანი იგრძნობდა. გარდა ამისა, სიმართლე გითხრათ, ცოტა სირცხვილიც ვიგრძენი. სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც მოხდა, რადგან ეს სწორად არ წარმოგვაჩენს ჩვენ, მებრძოლებს.
ვიცოდი, რომ მერაბი ასე მოიქცეოდა. ვიცოდი, რომ ის დაუფიქრებლად გასცემდა პასუხს. თავიდან დაბნეულობა იყო, მაგრამ როგორც კი ვიდეო ვნახე, როგორც კი მისი სახე დავინახე, ყოველ წამს ველოდი, რომ საპასუხო დარტყმას განახორციელებდა.
მერაბის საქციელი არ გამკვირვებია, უფრო მეტად გამაკვირვა იმან, რაც მეორე მხარეს მოხდა. გამაკვირვა მათმა საქციელმა და იმ დეტალებმა რაც მომიყვნენ. ველოდი თუ არა, რომ იქ რაიმე დაპირისპირება მოხდებოდა? გულწრფელად რომ ვთქვა, კი, რადგან ვიცნობ ამ ხალხის ხასიათს. ეს ხასიათი აერთიანებს კავკასიელებს. ნიებისმიერ კავკასიელი მოთხოვდა პასუხს მეგობარზე დარტყმის გამო, მაგრამ არა ამ ფორმით. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ ეს ცოტა სხვანაირად მოხდებოდა. - თქვა ალექსანდრე თოფურიამ
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე თოფურია ახალ კატარში, დოჰაში იმყოფება. მას 21 ნოემბერს მორიგი ბრძოლა ელის, რომელიც სანტიაგო ლუნასთან აქვს ჩანიშნული. ბრძოლები ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება.