Belive

"წაგების სანაცვლოდ 100 მილიონი შემომთავაზეს“ - შარა მაგომედოვი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პოლონელ მიხალ ოლექსიეიჩუკთან გამართული ბრძოლის წინ, დაპირისპირების განზრახ დათმობის სანაცვლოდ დიდი თანხა - 100 მილიონი რუბლი შესთავაზეს. მაგომედოვის თქმით, მან ამ გარიგებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რადგან სპორტული ამბიციები და საკუთარი კარიერა ფინანსურ სარგებელზე მაღლა დააყენა.

ბრძოლის ჩაწყობასთან შეხება მეც მქონდა. UFC-ში ბრძოლა ჩამენიშნა და წაგების სანაცვლოდ ასი მილიონი რუბლი შემომთავაზეს. ოლექსიეიჩუკი - ასეთი პოლონელი მეტოქე მყავდა. ასი მილიონი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, არ მინდოდა. ჩემთვის კარიერა ამ ფულზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო. - ამბობს შარა

შეგახსენებთ, რომ შარა ბულეტსა და მიხალ ოლექსიეიჩუკს შორის ბრძოლა 2024 წლის აგვისტოში, აბუ-დაბიში გაიმართა. დაძაბული სამრაუნდიანი დაპირისპირება მაგომედოვის გამარჯვებით, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა.

სხვა სტატიები