"თოფურიას ბევრი ლაპარაკი უყვარს" - არმან ცარუკიანი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. არმანის თქმით, ილიას მისი უნარების და განსაკუთრებით ჭიდაობის ეშინია. სომეხმა ისიც აღნიშნა, რომ მახაჩევთან შეხვედრის შემთხვევაში თოფურია წააგებს. ცარუკიანმა პადიზეც ისაუბრა.
ილიას და პადი პიმბლეტის ბრძოლა შესაძლებელია. ჩემი აზრით, ილია მას მარტივად გათიშავს.
თოფურიას ბევრი ლაპარაკი უყვარს. ჩვენი ბრძოლა, რომ შედგეს მას აუცილებლად დავახრჩობ. ილიას ჩემი უნარების და ჭიდაობის ეშინია. მსუბუქ დივიზიონში 11 ბრძოლა მაქვს და ამ კატეგორიაში ნომერ პირველი კანდიდატი ვარ. შეუძლია ჩემი ჩხუბები ნახოს.
ისლამი ილიას დაამარცხებს. არ ვიცი როგორ, მაგრამ დაამარცხებს. ალბათ, გადაწყვეტილება იქნება, შეუძლია დაახრჩოს კიდეც. - განაცხადა არმანმა
შეგახსენებთ, რომ არმანი საკუთარ ბრძოლას დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლა 22 ნოემბერს დოჰაში გაიმართება. დიდი ალბათობით, ამ ჩხუბში გამარჯვებული სატიტულო ჩხუბის მთავარი კანდიდატი გახდება.