Belive

"პადი ჰორიზონტზეც კი აღარ ჩანს" - ილია თოფურია

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურია ამბობს, რომ ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ მისი და პადის ბრძოლა ფაქტობრივად წარმოუდგენელი ხდება. "მატადორის" თქმით, ინგლისელმა ნათლად გვაჩვენა, რომ ჩემპიონთან შესახვედრად საკმარისი უნარები არ აქვს.

რაღაც მხრივ პადის ვგულშემატკივრობდი, რადგან მეგონა მასთან ჯასტინზე დიდი ბრძოლა მექნებოდა. გაოცებული ვიყავი თუ რამდენად ცუდია პადი პიმბლეტი. მის გამარჯვებას ველოდი და დაამტკიცა, რომ პატარა სოსისია. დამარცხებიდან დაბრუნება შეუძლია, მაგრამ რა უნდა ვუყოთ უნარებს. მაშინ უნდა მოკვდეს და ხელახლა დაიბადოს. ამ გადმოსახედიდან ჩემგან ძალიან შორსაა. პადი ჰორიზონტზე არც კი ჩანს. მის დასამარცხებლად ოქტაგონზე შესვლაც კი აღარ მჭირდება. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ პედის დამარცხებით გეიჯიმ მსუბუქი წონის დროებითი ტიტული მოიგო და ახლა მისი დაცვა თოფურიასთან მოუწევს. მათი შეხვედრა თეთრი სახლის ისტორიულ ღონისძიებაზე შედგება, რომელიც 15 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები