თოფურიამ ვოლკანოვსკისთან პერთში რემატჩზე უარი თქვა
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ჯო როგანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილია თოფურიამ ვოლკანოვსკისთან განმეორებით შეხვედრაზე უარი თქვა. "მატადორის" უარის მთავარი მიზეზი ბრძოლის ადგილია. ილია თვლის, რომ ჩემპიონმა ქამარი შინ უნდა დაიცვას და არა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე.
არ ვიცი ილიას ვისთან ბრძოლა სურს. მან იცის, რომ ჩემპიონია და ნებისმიერს გამოწვევა შეუძლია. ვიცი, რომ პერთში, UFC 305-ზე, ალექს ვოლკანოვსკის თან რემატჩზე უარი თქვა. - განაცხადა ჯო როგანმა საკუთარ პოდკასტში
შეგახსენებთ, რომ BMF ქამრის მოგების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. ჩემპიონმა მაქსის გამოწვევა მიიღო და მასთან ბრძოლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება თუ BMF-ის ქამარს ჩამოვა. ჯერჯერობით, ამ დაპირისპირებაზე ოფიციალურად არაფერი ვრცელდება, თუმცა, დიდი ალბათობით მაქსისა და ილიას ბრძოლა ვიხილავთ.