Belive

"ეჭვიც არ მეპარება, რომ მერაბი ქამარს აწევს" - ილია თოფურია

6 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC 306-ზე სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი დაუპირისპირდებიან. ეს ბრძოლა ორ რადიკალურად განსხვავებულ ათლეტს შორის შედგება. ბევრი ექსპერტისთვის ეს შეხვედრა დიდი თავის ტკივილის მიზეზია. შონსა და მერაბს შორის ფავორიტის დასახელება ყველას უჭირს. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია დარწმუნებულია, რომ დვალიშვილი ოქტაგონს ქამრით დატოვებს.

ჩემი პროგნოზი ასეთია - ეჭვიც არ მეპარება, რომ მერაბ დვალიშვილი მოიგებს. ეს ბრძოლა მერაბისთვის შესანიშნავად წარიმართება, რადგან შონი მის სტილს იდეალურად ერგება. შონი არ არის ისეთი მებრძოლი, რომელიც კარგი საჭიდაო უნარებით გამოირჩევა. როგორც კი მერაბი ჭიდაობაში დომინირებას დაიწყებს, ეს ომალის საქმეს ძალიან გაურთულებს. ამ ღონისძიებას სულმოუთქმელად ველი. საქართველოს კიდევ ერთი ჩემპიონი ეყოლება. ეჭვიც არ მეპარება, რომ მერაბი ქამარს აწევს. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

სხვა სტატიები