Belive

"ტიტულისთვის ბრძოლაში შემდეგი მე ვარ" - კარლო პრატესი

3 საათის წინ სხვა
1 წთ

კარლოს პრატესი ამბობს, რომ ქვესაშულო წონის სატიტულო ჩხუბში შემდეგი ის იქნება. ბრაზილიელმა UFC-სთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ორგანიზაცია ქამარზე ჩხუბს იქვე შეჰპირდა. ამასთან დაკავშირებით კარლოსმა არიელ ელვანისთან ისაუბრა.

ტიტულისთვის ბრძოლაში შემდეგი მე ვარ. ახალი კონტრაქტი გავაფორმე და ამის მიხედვით შემდეგი მე ვარ. 8-ბრძოლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და შემდეგი ტიტულისთვის ჩხუბია.

მორალესი შეიძლება ბელალ მუჰამედს ან ვინმე სხვას შეხვდეს. მას საჩემპიონო ბრძოლამდე ერთი ჩხუბის ჩატარება მოუწევს. - განაცხადა კარლოს პრატესმა

უცნაურია, რომ ტიტულისთვის შემდეგი პრატესი იქნება, რადგან მახაჩევისა და გარის ბრძოლას მაიკლ მორალესი აღზევდა.

შეგახსენებთ, რომ პრატესმა ყოფილი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა ძალიან მარტივად დაამარცხა.

სხვა სტატიები