Belive

"მერაბის და იანის ბრძოლის შედეგს ველოდები" - შონ ო'მალი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

შონ ო'მალი ამბობს, რომ მერაბის და იანის ბრძოლას ელის. ამერიკელი სწორედ ამ ჩხუბის შედეგის შედეგით იხელმძღვანელებს და საკუთარ ჩხუბს ისე ჩანიშნავს. "შუგა" იანთან რემატჩს განიხილავს.

ვზივარ და 24 ოქტომბერს ველოდები, ვნახოთ რა მოხდება. შეიძლება იანმა წააგოს, ვინ იცის? შეიძლება მარცხის შემდეგაც კი რემატჩი შევთავაზო. დიდი ალბათობით არა, მაგრამ ეს დივიზიონი სახალისოა. სონგ იადონგი, უმარ ნურმაგომედოვს წინ დიდი ბრძოლა ელის, რომელიც არც ისე შორსაა. - ამბობს შონ ო'მალი

შეგახსენებთ, რომ ეს იანისა და მერაბის მესამე ბრძოლა იქნება. პირველი მერაბ დვალიშვილის სრული დომინაციით დასრულდა. მეორე კი პიოტრმა მოიგო, რომელიც დვალიშვილს ჩემპიონობის ფასად დაუჯდა. 25 ოქტომბერს კი, აბუ დაბიში მერაბს შანსი ექნება რევანში აიღოს და ქამარიც კვლავ მხარზე გადაიკიდოს.

სხვა სტატიები