Belive

"გრძელი ამბავია და სრული ისტორია ალბათ ჩემმა მენეჯერმა იცის" - ისლამ მახაჩევი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა ილიასთან თეთრი სახლში ჩაშლილ ჩხუბზე ისევ ისაუბრა. მახაჩევი კვლავ თანხაზე უსვამს ხაზს და ამბობს, რომ "მატადორი" შეთავაზებული ჰონორარით უკმაყოფილო იყო და ბრძოლაზეც სწორედ ამიტომ თქვა უარი. საინტერესოა თუ ილია ანაზღაურებით უკმაყოფილო იყო, მაშინ თეთრი სახლში მაინც რატომ იჩხუბა?

UFC-ს თეთრ სახლში ბრძოლაზე ჩემი თანხმობა ჰქონდა. თუ რატომ არ ვიბრძოლე, ეს გრძელი ამბავია, მაგრამ ზაფხულის დასაწყისში ვთქვი, რომ ბრძოლა მინდოდა. გრძელი ისტორია ასეთია - ალიმ (მახაჩევის მენეჯერი) დამირეკა და მკითხა მინდოდა თუ არა თეთრ სახლში ილიასთან ბრძოლა. დავთანხმდი, ჩემი ინიციატივის გარეშე კარგი თანხაც შემომთავაზეს. შემდეგ დღეს ალი მირეკავს და მეუბნება, რომ ეს ბრძოლა არ შედგება. შეიძლება სრული ისტორია ჩემმა მენეჯერმა იცის. - ამბობს ისლამ მახაჩევი

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრი სახლის ბრძოლაში ყველასგან მოულოდნელად დამარცხდა. ახლა მსუბუქი წონის ქამრის მფლობელი ჯასტინ გეიჯია.

რაც შეეხება მახაჩევს, მან იან გარი დაამარცხა და რეკორდიც დაამყარა. მას UFC-ში ზედიზედ 17 გამარჯვება აქვს.

სხვა სტატიები