Belive

ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, თოფურიაზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

10 თვის წინ სხვა
1 წთ

მომავალ კვირას ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარჯვების შემთხვევაში ქართველზე დოკუმენტური ფილმი გამოვა. მისი სახელწოდება იქნება "გზა ქამრამდე".

ილია თოფურიას ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა კალიფორნიაში, ანაჰაიმში ელის. მისი მოწინააღმდეგე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელმა ტიტული 5-ჯერ დაიცვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ქართველი ისტორიაში პირველად იბრძოლებს. ჩხუბი თბილისის დროით 18 თებერვალს დაიწყება.

სხვა სტატიები