Belive

"მინდა ქამრის მოგების შემდეგ ბევრი კარგი საქმე გავაკეთო" - მერაბ დვალიშვილი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონს შონ ო'მალის 2018 წლიდან იწვევდა. იმ დროს როცა მერაბმა ოქტაგონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, შემდეგ სამიზნედ "შუგა" დაასახელა. მათი გზები არაერთხელ გადაიკვეთა, თუმცა, ბრძოლამდე საქმე არასდროს მისულა. საბოლოოდ, ექვსი წლის შემდეგ, UFC 306-ზე ამ ორ მებრძოლს ერთმანეთის წინააღმდეგ ვიხილავთ და იქ გადაწყდება ვინ არის უფრო ძლიერი.

ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. ასე თავდაუზოგავად სწორედ ამის გამო ვვარჯიშობდი და ახლა ტიტულისთვის ვიბრძვი. მინდა ეს ბრძოლა მოვიგო, მხოლოდ იმიტომ არა რომ ქამარი ჩემი გახდეს, მინდა ამით ბევრი კარგი საქმე გავაკეთო.

შონ ო'მალი დიდებული მებრძოლია. მას როგორც მებრძოლს პატივს ვცემ. ნოკაუტის ძალა აქვს, ჩემპიონია და ჩემთვის კარგი გამოწვევა იქნება. ერთი სული მაქვს ბრძოლის დღე როდის მოვა. ო'მალისთან შეხვედრა 2018 წლიდან მოყოლებული მინდა. უამრავჯერ გამოვიწვიე მაგრამ, ჩხუბი არ ჩაინიშნა. თუმცა, ახლა იდეალური დროა. ქურთუკი უკვე წავართვი, ახლა ქამრის ჯერია. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. მას საკუთარი ქურთუკის დაცვა არ შეუძლია და ქამრის დაცვას როგორ შეძლებს?

დიდი გული მაქვს. თუ ძლიერად დამარტყამს ცხოველს გააღვიძებს და ჩემთან ბრძოლა უფრო გაუჭირდება.

UFC-ის ქამრის მოგება ჩემი ქვეყნისთვის სრული სიგიჟე იქნება. პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა UFC-ის ჩემპიონი ჰყავს. ყველამ იცის, რომ შრომისმოყვარე ვარ და ეს გამარჯვება ბავშვებს მაგალითს მისცემს. ერთი რამ ნათელია, ვიცი რომ ტიტულის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებ და ამით შემდეგ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

კვირას, ილია თოფურიას შემდეგ, დვალიშვილს კარგი შანსი აქვს UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს. იმ ქვეყნისთვის, რომელიც აშშ-ზე თითქმის 90-ჯერ პატარაა, სულ რაღაც შვიდ თვეში, ორი ჩემპიონი არაჩვეულებრივი მიღწევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

სხვა სტატიები