"არაფერი გარდა სატიტულო ბრძოლისა" - ჯამალ ჰილი
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილმა MMA-ის სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა. ქართველმა მებრძოლმა 2 წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ამ გამარჯვებით მერაბმა რამდენიმე საინტერესო შედეგი დააფიქსირა: დაამარცხა UFC-ს სამი ყოფილი ჩემპიონი, გაუთანაბრდა ალჯოს ზედიზედ მოგებებით თავის წონაში (9), გადავიდა მესამე ადგილზე ყველა დროის თეიქდაუნების რაოდენობით და მოიპოვა ზედიზედ მე-10 გამარჯვება.
მერაბი დიდი ხანია უკვე საჩემპიონო ბრძოლას ითხოვს. ექსპერტების აზრით, სეხუდოს დამარცხების შემთხვევაში დვალიშვილს ტიტულზე აუცილებლად უნდა ეჩხუბა. "მანქანის" გამარჯვებას გამოეხმაურნენ ყოფილი და მოქმედი მებრძოლებიც. მათი უმრავლესობა ექსპერტების აზრს იზიარებს და ამბობენ, რომ ქართველმა ქამარზე უნდა იჩხუბოს.
თუ მერაბი საჩემპიონო ბრძოლას არ მიიღებს, უნდა ავჯანყდეთ. - ბენ ასკრენი
მერაბი ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. ძალიან მინდა კიდევ ერთხელ მისი ხილვა. - დერეკ ბრანსონი
არაფერი გარდა სატიტულო ბრძოლისა. - ჯამალ ჰილი
2-1 მერაბი! საოცარი ბრძოლა.
რა არის შემდეგი მერაბისთვის?
სატიტულო ბრძოლა - დიანა ბელბიტა