Belive

”თქვენ ამანდას საუკეთესოს ეძახით, მაგრამ მას ჩემზე მეტი მარცხი აქვს" - ქრის საიბორგი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქრის საიბორგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ამანდა ნუნეში ყველა დროის საუკეთესო ქალი მებრძოლია MMA-ში.

ნუნეში, რომელსაც კარიერაში ჩატარებული 27 ბრძოლიდან 22 მოგებული აქვს, 2018 წელს საიბორგთან გამარჯვების შემდეგ, ყველა დროის საუკეთესო ქალ მებრძოლად დაასახელეს. ამანდამ საიბროგს 14-წლიანი დაუმარცხებელი სერია დაუსრულა.

”თქვენ ამანდას საუკეთესოს ეძახით, მაგრამ მას ჩემზე მეტი მარცხი აქვს. ის 14 წელი დაუმარცხებელი ვერ იქნება. კარგი, მე დავმარცხდი მის წინააღმდეგ ბრძოლაში, დიახ, მაგრამ ეს ხდება. იცი, ხანდახან შენი დღე არ არის. მაგრამ ისტორიაში საუკეთესო? ეს მხოლოდ ერთ ბრძოლას არ ეხება." - თქვა საიბორგმა ჰენრი სეხუდოსთან ინტერვიუში.

ქრისს კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს Strikeforce-ის, Invicta FC-ის, UFC-ის ტიტულები და არის Bellator-ის მოქმედი ჩემპიონი.

სხვა სტატიები