Belive

ვოლკანოვსკიმ მახაჩევს დადებული პირობა შეახსენა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC 280 MMA-ის მოყვარულთათვის სანახაობრივი და საინტერესო ღონისძიება გამოდგა. აბუ-დაბიში გამართული საღამო საკმაოდ ვარსკვლავური იყო და ორი საჩემპიონო ბრძოლაც ვიხილეთ. ერთ-ერთი დაპირისპირება კი, რომელიც გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევდა, ისლამ მახაჩევსა და ჩარლზ ოლივეირას შორის შედგა. მეორე რაუნდში ხაბიბის მოსწავლემ ბრაზილიელი ჩემპიონი დანებებით დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, მახაჩევი მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა და საუკეთესო მებრძოლთა სიაშიც საგრძნობლად დაწინაურდა. საინტერესო იყო ბრძოლის შემდეგ, კავკასიელის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ნახევრადმსუბუქი წონის ჩემპიონი და საუკეთესო მებრძოლთა სიის ლიდერი ალექს ვოლკანოვსკი გამოიწვია.

ცოტა ხნის წინ, ავსტრალიელმა ჩემპიონმა მახაჩევს დადებული პირობა შეახსენა.

ისლამის პასუხმაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ მზადაა ბრძოლისთვის.

ამჟამად არაა ცობილი, სად და როდის შედგება მათი დაპირისპირება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისლამ მახაჩევმა ვოლკანოვსკის შინ, ავსტრალიაში შესთავაზა ბრძოლა.

სხვა სტატიები