Belive

თოფურია ვოლკანოვსკიზე: ,,მისი პატარა თავის დამტვრევა შემიძლია''

9 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ,,მატადორს'' მასზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია:

,,მასზე შთაბეჭდილებას მაშინ მოვახდენ, როცა ოქტაგონზე მუშტს დავარტყამ, ის კი იტყვის: ,,გამიყვანეთ აქედან, დამეხმარეთ!''

უდავოა, რომ ვოლკანოვსკი ჩემნაირს აქამდე არავის შეხვედრია. მე არავის გაოცება არ მჭირდება, ვიცი, რასაც წარმოვადგენ და ვიცი, რომ მისი პატარა თავის დამტვრევა შემიძლია,'' - თქვა თოფურიამ.

თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა'' ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები