გამარჯვებების შემდეგ, ქართველი მებრძოლები რეიტინგში დაწინაურდნენ
UFC 298 ქართული სპორტისთვის ისტორიული დღე გამოდგა. 18 თებერვალს ორი ქართველი - მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია იბრძოდნენ. "მანქანა" - ჰენრი სეხუდოს "მატადორი" კი, ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა. დვალიშვილი გამარჯვების შემთხვევაში რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატი გახდებოდა. ილია კი, ალექსის დამარცხების შემთხვევაში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ხდებოდა. ქართველმა მებრძოლებმა ყველაფერი პირნათლად შეასრულეს და ისტორიაც დაწერეს. ამიერიდან, საქართველოს UFC-ის ჩემპიონი ჰყავს და ეს ილია თოფურიაა.
წარმატებული გამოსვლები მებრძოლთა რეიტინგებზეც აისახა. "მატადორმა" კუთვნილი ადგილი მიიღო და ქვემსუბუწი წონის რეიტინგს სათავეში მოექცა. მერაბ დვალიშვილი კი, სუპერმსუბუქი წონის პირველი ნომერია და მხოლოდ ჩემპიონ შონ ო'მალის ჩამორჩება.
მერაბ დვალიშვილის მომავალი მოწინააღმდეგე UFC 299-ზე გადაწყდება. შონ ო'მალი საკუთარ ქამარს მარლონ "ჩიტო" ვერას წინააღმდეგ დაიცავს. აღნიშნული დაპირისპირება 10 მარტს შედგება.