Belive

The Barnhill Brothers | დაივიწყეთ დაღესტნელი მებრძოლები - UFC-ში ქართველები დომინირებენ

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) პოპულარობის ზრდა, პირდაპირ კავშირშია ქართველი მებრძოლების ფენომენალურ გამოსვლებთან. ყველაზე პოპულარულ ორგანიზაციაში (UFC) ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის დომინაციის პერიოდია - მატადორმა და მანქანამ ერთმანეთის მიყოლებით, UFC-ის ისეთი ლეგენდები დაამარცხეს, როგორიცაა: ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი, ჩარლზ ოლივეირა, შონ ო'მალი და უმარ ნურმაგომედოვი.

UFC-ის ორი ქართველი ჩემპიონი ორგანიზაციის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგშიც დომინირებენ. ოლივეირას დაფინიშების შემდეგ, თოფურია პირველ ადგილზე აღზევდა და ახალი მეფეა, ხოლო მერაბ დვალიშვილი საერთო რეიტინგის მე-3 ნომერია.

thebarnhillbrothers-ის ავტორიტეტულ პოდკასტში სწორედ ამ დომინაციის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ UFC-ში დაღესტნელების დრო დასრულდა და ახლა ქართველების ეპოქაა.

View this post on Instagram

A post shared by The Barnhill Brothers (@thebarnhillbrothers)

დაივიწყეთ დაღესტანი - 2025 წელს საქართველო საუკეთესოა. სუპერმსუბუქ წონაში, მერაბ დვალიშვილი ლიდერობს, ხოლო მსუბუქ წონაში თოფურია ისეთ სიგიჟეებს სჩადის, რაც მანამდე არასდროს გვინახავს.

თოფურიამ მიყოლებით დააფინიშა ვოლკანოვსკი, მაქსი და ახლა დუ ბრონქსი. ჩემი აზრით UFC-ის ისტორიაში ეს საუკეთესო 3-ბრძოლიანი მოგებათა სერიაა. სხვა ვინ შეიძლება, რომ ოდნავ ახლოს მაინც დავაყენოთ? - The Barnhill Brothers.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ის ისტორიაში პირველი დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელიც 2 წონის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს - მანქანამ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი შონ ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ მიიღო, რის შემდეგაც უმარ ნურმაგომედოვთან და კვლავ შონ ო'მალისთან დაიცვა.

სხვა სტატიები