"დეპრესიაში ვარ იმის გამო, რომ ეს ბრძოლა უნდა შედგეს" - ჰუპერი ილია-გეიჯის ჩხუბზე
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლი ჩეიზ ჰუპერი თვლის, რომ ილიას და გეიჯის ჩხუბი ისე დამთავრდება, როგორც ოლივეირასთან ბრძოლა. ამერიკელი ამ ჩხუბის მიმართ უკვე ისეა განწყობილი, რომ გეიჯის გამარჯვების არ სჯერა.
ჯასტინი მიყვარს და მინდა ეს ქამარი მოიგოს. ეს გეიჯის კარიერის ზღაპრული დასასრული იქნება. ილია ამ სპორტის ლეგენდებს უბრალოდ კლავს. დეპრესიაში ვარ იმის გამო, რომ ეს ბრძოლა უნდა შედგეს. ვინმე იფიქრებდა რომ ვოლკს, მაქსს ან ჩარლზს გათიშავდა. ამას ისლამზე უფრო ვიფიქრებდი. მისი გათიშვით მხოლოდ იმიტომ ვიქნებოდი ბედნიერი, რომ ერთით ნაკლები დაღესტნელი დარჩებოდა. ახლა ისეთივე დეპრესიაში ვარ, როგორშიც ჩარლზის ბრძოლის წინ. ჩხუბი მაშინვე გამოვრთეთ და ყველანი ჩუმად ვიყავით. ვფიქრობ, მსგავსი რამ მოხდება. - ჩეიზ ჰუპერი
😭 Chase Hooper doesn’t think Justin Gaethje will get a fairy tale ending to his MMA career, and he’d much rather see Topuria “finally knockout a Dagestani”:
— Home of Fight (@Home_of_Fight) March 24, 2026
“I would much rather see Ilia to take out Islam, because that way I can at least be happy with him beating a Dagestani… pic.twitter.com/QR6EQwUG5p
შეგახსენებთ, რომ ილიასა და გეიჯის ჩხუბი თეთრი სახლის მთავარი ბრძოლა იქნება. ეს დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვის, 15 ივნისს შედგება.