"მე-5 რაუნდში მერაბი ისე გამოვიდა, თითქოს პირველი რაუნდი ყოფილიყო" - პადი პიმბლეტი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტმა UFC 320-ს ღონისძიება საკუთარ YouTube არხზე შეაფასა. ინგლისელმა მთლიანი მთავარი ქარდი მიმოიხილა და ბუნებრივია, მერაბის ბრძოლასაც შეეხო. პადიმ დვალიშვილს ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი უწოდა.
მე-5 რაუნდში მერაბი ისე გამოვიდა თითქოს პირველი რაუნდი ყოფილიყო. დიახ, მას UFC-ში საუკეთესო კარდიო აქვს, 1000000%-ით. მესამე სატიტულო დაცვა. დვალიშვილმა ბრძოლამდე თქვა თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა, დეკემბერშიც იბრძოლებდა. ეს მას აუცილებლად აქცევს ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლად. - თქვა პადი პიმბლეტმა
შეგახსენებთ, რომ სენდჰეგენის დამარცხებით მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მე-3 საუკეთესო შედეგია. ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდის გამეორებამდე მერაბს მხოლოდ 2 გამარჯვება სჭირდება.