"თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარ ბრძოლას არაამერიკელს ვერ მივცემთ" - დენიელ კორმიე
დენიელ კორმიეს თქმით, აშშ-ს შესაბამისი მებრძოლი არ ჰყავს, რომელიც თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარ ჩხუბს გამართავს. DC თვლის, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მთავარი ბრძოლა ამერიკელმა უნდა გამართოს.
ვინ უნდა ჩაატაროს მთავარი ბრძოლა? არ მინდა უპატივცემულობაში ჩამომერთვას, მაგრამ თეთრი სახლის ეზოში რუსულ-ესპანურ ან ბრაზილიურ-ქართულ ჩხუბს ვერ გავმართავთ. ამ ღონისძიებაზე მთავარი ჩხუბი ამერიკელმა უნდა გამართოს. დავუშვათ ჯონ ჯონსისა და ტონ ასპინალის ჩხუბი დავნიშნეთ. ტომი ინგლისელია. 4 ივლისს ინგლისისგან გათავისუფლებას ვზეიმობთ, ასპინალმა რომ მოიგოს? - განაცხადა დენიელ კორმიემ
Daniel Cormier is concerned about the UFC White House main event — there’s no American champion at the moment 🇺🇸🤔🏆
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) July 8, 2025
"Who’s the main event? We can’t headline the White House \[with non-Americans]. We have to have an American in the main event. Here’s the problem — you put Jon vs… pic.twitter.com/Tk5w3qoHar
აქვე შეგახსენებთ, რომ 2004 წლის შემდეგ პირველად არის ისეთი პერიოდი, როდესაც აშშ-ს UFC-ში არცერთი მამაკაცი ჩემპიონი არ ჰყავს.
თეთრ სახლში UFC-ის ბრძოლების გამართვის იდეა თავად დონალდ ტრამპმა წამოჭრა. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება 2026 წლის 4 ივლისს განიხილება.