"ის რაც გუშინ სპარინგებზე ვნახე განსხვავებული მერაბია" - ჯონ ვუდი
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი ჯონ ვუდი ქართველი „მანქანის“ წარმოუდგენელ საბრძოლო ფორმასა და ფიზიკურ კონდიციებზე საუბრობს. მისი თქმით, დვალიშვილი კარდიოს კუთხით ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა. მერაბი ოქტაგონზე დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზნით - რევანშის აღებითა და კუთვნილი პოზიციის დაბრუნებით გეგმავს.
ის რაც გუშინ სპარინგებზე ვნახე განსხვავებული მერაბია. ეს სულ სხვა მანქანაა. არ მგონია, ოდესმე უკეთეს კარდიო ფორმაში ყოფილიყოს, ვიდრე ახლაა.
მერაბი ისეა მოტივირებული, რომ რევანში აიღოს და ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნოს, ისე როგორც უნდა იყოს. - ჯონ ვუდი
😤 Coach John Wood believes we’re about to see the best version of Merab Dvalishvili yet ahead of his trilogy with Petr Yan.
— Home of Fight (@Home_of_Fight) September 28, 2026
“This is a different machine man. I don’t know that he’s ever been in better cardio shape that he is now.
[Merab] is so motivated to get his win back,… pic.twitter.com/PI8o7k3VNj
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის ანგარიში 1:1 არის. მათი გზები პირველად 2023 წელს გადაიკვეთა. ჩემპიონობისკენ მიმავალმა დვალიშვილმა იანის ბარიერი მარტივად გაიარა და 5-რაუნდიან ჩხუბში მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა. რაც შეეხება მეორე ჩხუბს, იქ მერაბი უკვე ჩემპიონის რანგში იყო. სამწუხაროდ იანმა შეძლო რევანშის აღება და ახლა სწორედ ის არის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი. მათი მესამე დაპირისპირება აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება.