UFC-ის მებრძოლმა გონება აწონვების დროს დაკარგა
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის მებრძოლი, ქემერონ სმაზერმენი, პადი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ქარდზე, აწონვის შემდეგ პირდაპირ სცენაზე წაიქცა.
სმაზერმენს შაბათს საღამოს, ლას-ვეგასში, რიკი ტურსიოსთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ მისი ბრძოლა (UFC 324-ზე) გაუქმდა. 28 წლის სპორტსმენს სცენაზე დაცემის შემდეგ ექიმებმა დახმარება გაუწიეს - ის მალევე გონს მოეგო და რეაგირება მოახდინა. კულისებიდან, მისი გუნდის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს და მებრძოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.