Belive

"თეთრი ფაფახი შავის წინააღმდეგ" - ნურმაგომედოვმა დვალიშვილი გამოიწვია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298-ზე, მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ორი დივიზიონისა და ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება ერთი ამოსუნთქვით შეძლო.

სეხუდოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მერაბი ტიტულისთვის ბრძოლის მთავარი პრეტენდენტი გახდა და უდიდესი ალბათობით ქამარზე ო'მალისა და ვერას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა - უმარ ნურმაგომედოვმა, მერაბ დვალიშვილს გამარჯვება მიულოცა და ასევე აღნიშნა, რომ ქართველი აუცილებლად გახდება ჩემპიონი, რის შემდეგაც დვალიშვილთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა.


გილოცავ, სატიტულო ბრძოლა ნამდვილად დაიმსახურე და ვფიქრობ, აუცილებლად გახდები ჩემპიონი. თეთრი ფაფახი შავის წინააღმდეგ, წლის ბოლოს. - უმარ ნურმაგომედოვი.

სხვა სტატიები