მერაბ დვალიშვილი საბრძოლო სამბოს ტურნირის გამარჯვებული გახდა
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი თავისუფალ დროსაც ორთაბრძოლებს უთმობს. მერაბმა მონაწილეობა საბრძოლო სამბოს ტურნირში მიიღო, რომელიც ტექსასში გაიმართა და "მანქანამ" ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სულ 3 ბრძოლა ჩაატარა და სამივე მათგანში უშანსოდ დაამარცხა მოწინააღმდეგეები, პირველ შეხვედრაში მეტოქემ მხოლოდ 1 ქულა აუღო, დანარჩენი ორი ბრძოლა კი მშრალზე 8:0 და 10:0 მოიგო.
კონკურენცია მომწყურდა. შანსი გამოვიყენე და ტექსასში გამართულ ტურნირში მონაწილეობა დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გადავწყვიტე. აშშ-ის ნაციონალურ შეჯიბრზე, საბრძოლო სამბოში, ოქროს მედალი მოვიპოვე - წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში
Hungry for competition! Took a short notice opportunity and competed in Texas. Took home GOLD for the U.S. National Combat Sambo Tournament 🥇🥋🇺🇸 pic.twitter.com/YLwOQXAcqd
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) June 24, 2024