Belive

"მერაბს ბრძოლის მოსაგებად დარტყმების შეჭმა მოუწევს" - რეი ლონგო

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

დვალიშვილის მწვრთნელის რეი ლონგოს თქმით, მერაბი ო'მალისთან გამარჯვებას ადვილად ვერ მოახერხებს. რეი ლონგო ამბობს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული მერაბი ზიანს როგორ აიტანს და ამ ყველაფრის შემდეგ როგორ განაგრძობს წინსვლას.

ამ ბრძოლის მოსაგებად მერაბს რამდენიმე დარტყმის შეჭმა მოუწევს. ო'მალი ძალიან ბასრად ურტყამს. როცა მის წინააღმდეგ ოქტაგონზე გადიხარ და ფიქრობ რომ დარტყმას არ მიიღებ, დიდ შეცდომას უშვებ. ამ ბრძოლაში მერაბს ცეცხლში გავლა მოუწევს. მან იცის რასთან უწევს გამკლავება. ო'მალი ჯერ არ შეხვედრია მებრძოლს, რომელიც მერაბის მსგავსად წნეხში აქცევს მეტოქეს. არც მერაბი შეხვედრია ასეთი სიმაღლისა და დარტყმის მქონე მებრძოლს. - განაცხადა რეი ლონგომ

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.

სხვა სტატიები