თბილისის გრანდ სლემი 2025 | საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
21-23 მარტს, თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს.
ამ წუთის მონაცემებით, თბილისის გრანდ სლემზე, 5 კონტინენტისა და 52 ქვეყნის. 416 სპორტსმენია რეგისტრირებული.
ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ საქართველოს მამაკაცთა ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე 28 სპორტსმენით იასპარეზებს.
სულ ახლახანს კი, თბილისის გრანდ სლემისთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა.
შემადგენლობა
48 კგ - ჯულიეტა როდონაია
52 კგ - ანანო მორგოშია, თამარ სუხიაშვილი
57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე
63 კგ - ეთერ ასკილაშვილი, გვანცა მჭედლიშვილი
70 კგ - მარიამ ჭანტურია
+78 კგ - სოფიო სომხიშვილი.