პირველად ოლიმპიადის შემდეგ - ბექაური ტატამს ესპანეთში დაუბრუნდება
6 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური, პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ტატამს პირველად დაუბრუნდება და 18 მაისს, ბენიდრომის ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზებს, რომლითაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.
საქართველოს ნაკრებიდან შეჯიბრზე მხოლოდ ლაშა ბექაური მიდის, რომლის მთავარი მიზანიც, მსოფლიო ჩემპიონატამდე იდეალურ ფორმაში შესვლა, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონობაა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბექაურმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის გამოტოვა, რადგან იდეალურ ფორმაში არ იმყოფებოდა და მან სრული აქცენტი მსოფლიო ჩემპიონატზე გააკეთა, რომელიც 13-19 ივნისს, ბუდაპეშტში გაიმართება, იქამდე კი ესპანეთში მოითელება და საკუთარ ძალებს შეაფასებს.