Belive

მოკრძალებული შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონებით | იაპონია თბილისში 2 ძიუდოისტით ჩამოვა

12 საათის წინ სხვა
2 წთ

20-22 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ წუთის მონაცემებით, 5 კონტინენტისა და 53 ქვეყნის, 395 სპორტსმენია რეგისტრირებული.

თბილისში საბრძოლი რაზმი დაასახელა იაპონიის ნაკრებმა, რომლებიც ჩვენს დედაქალაქს მოკრძალებული შემადგენლობით ესტუმრებიან, თუმცა ის ძიუდოისტები, რომლებიც თბილისში ჩამოვლენ, საოცარ ფორმაში იმყოფებიან და ორივე მათგანი მსოფლიოსა და და ტოკიოს გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონები არიან.

ზოგადად იაპონელები თბილისში დიდი შემადგენლობით არასდროს ჩამოდიან, ამის ნათელი მაგალითი 2025 და 2024 წლის თბილისის გრანდ სლემებია. 2025 წელს თბილისში იაპონელები საერთოდ არ ჩამოსულან, 2024 წელს კი 4 სპორტსმენით იყვნენ (3 კაცი, 1 ქალი). 2023 წელს კი მხოლოდ ერთმა იაპონელმა მიიღო მონაწილეობა.

შემადგენლობა

ქალები

  • 63 კგ: ჰარუკა კაიუ

  • 70 კგ: შიჰო ტანაკა

ორივე მათგანი 26 წლისაა და ორივე ქალბატონი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია - მათ ოქროს მედლები 2025 წლის ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგეს. გარდა ამისა, მათ შეძლეს და 2025 წლის ბოლოს ორივემ ტოკიოს გრანდ სლემი მოიგო.

63 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ქალი ძიუდოისტი საოცარ ფორმაში იმყოფება და იგი 2024 წლის შემდეგ არცერთხელ დამარცხებულა, რაც შეეხება ტანაკას, ტანაკა ბოლოს 2025 წლის ბაქოს გრანდ სლემზე დამარცხდა, მას შემდეგ კი ზედიზედ 4 შეჯიბრი მიჯრით მოიგო.

სხვა სტატიები