Belive

ტასოევის მუქარა რინერს: "კარიერა არ დაასრულო, ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი..."

1 თვის წინ სხვა
1 წთ

უძლიერესი რუსი ძიუდოისტი - ინალ ტასოევი, ლეგენდარულ ტედი რინერს დაემუქრა და პარიზის ოლიმპიადის წინ მიმართა, რომ იმედია, ტედი ოლიმპიადის შემდეგ კარიერის დასრულებას არ გადაწყვეტს, რადგან მასთან ბევრი რამე აქვს გასარკვევი.

"ვფიქრობ, ჩვენი საქმე არ დასრულებულა და ჩვენ ერთამანეთთან ბევრი რამე გვაქვს გასარკვევი. ამ ამბავს ასე არ დავასრულებ, მე და შენ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ..." - ინალ ტასოევი ტედი რინერს მიმართავს

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ტასოევი ტედი რინერთან დამარცხდა, მაგრამ სანამ შეხვედრას წააგებდა, იყო საკამათო ეპიზოდი, როდესაც ბევრის აზრით, რუსის ილეთი ვაზარით შეფასებას იმსახურებდა, რითაც შეხვედრას მოიგებდა, მაგრამ მსაჯებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს.

მოგვიანებით კი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა, რომ მსაჯები შეცდნენ, ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ ოქროს მედალი ინალ ტასოევისთვისაც გადაეცათ. თავის მხრივ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული რინერმაც არ დაკარგა. ამრიგად, 2023 წელს, +100 კგ წონით კატეგორიას ორი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავდა - ტედი რინერი და ინალ ტასოევი.

სხვა სტატიები