დნეპრში, კიევში და ლვივში | ლაშა შავდათუაშვილი უკრაინაში მასტერკლასებს ჩაატარებს
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილი, უკრაინის 3 ქალაქში ძიუდოს მასტერკლასებს ჩაატარებს.
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უკრაინაში მასპინძელი მხარის ჩართულობითა და ინიციატივით ჩავა და უკრაინის 3 სხვადასხვა ქალაქში: დნეპრში, კიევსა და ლვივში ძიუდოს მასტერკლასებს ჩაატარებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლაშა შავდათუაშვილი არის ამ დონის პირველი უცხოელი ძიუდოისტი, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვევა.
სამი ოლიმპიური მედლის მფლობელი პირველ მასტერკლასს 25 ოქტომბერს დნეპრში ჩაატარებს, რის შემდეგაც უკრაინის დედაქალაქ კიევს ეწვევა და მეორე მასტერკლასი 27 ოქტომბერს შედგება. უკრაინულ მასტერკლას კი შავდათუაშვილი ლვივში, 28 ოქტომბერს დაასრულებს.