Belive

ტაკანორი ნაგასე: "მადლობა გრიგალაშვილს, მას უდიდესი მომავალი აქვს..."

4 თვის წინ სხვა
1 წთ

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალოსანი გვყავს და მისი სახელი და გვარი - ტატო გრიგალაშვილია. ტატო ფინალში იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ტაკანორი ნაგასე კი ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კომენტარი გააკეთა, ოლიმპიური თამაშები შეაჯამა და ტატო გრიგალაშვილიც შეაქო.

"ტოკიოს ოლიმპიადის მოგების შემდეგ, ცოტა დავისვენე და ვარჯიში რომ განვაახლე, პირველივე დღიდან მიზანი მქონდა, რომ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ტიტული დამეცვა.

ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოხდა, თანაც საკმაოდ დამაჯერებელად მოვიპოვე მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი. ვიცოდი, რა იყო ოლიმპიური ჩემპიონობისთვის საჭირო, მაგ სტრატეგიას მივყევი და ასეც მოხდა.

მადლობა ტატო გრიგალაშვილს ფინალში კონკურენციისთვის. მე მას შევხვედრივარ და ვიცი, რომ იგი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა. მას უდიდესი მომავალი აქვს და მჯერა, რომ კარიერის ბოლომდე ოლიმპიურ ჩემპიონობას შეძლებს. ის ამას იმსახურებს..." - ტაკანორი ნაგასე

შეგახსენებთ, რომ ტაკანორი ნაგასემ ტატო გრიგალაშვილის დამარცხებით, კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო. გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ნაგასე მსოფლიოსა და მასტერსის ჩემპიონია.

სხვა სტატიები