ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
პარიზის პარალიმპიური თამაშებზე ინა ქალდანმა (70კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარაძიუდოისტმა ყაზახი აიალა მერეკი დაამარცხა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარალიმპიურ თამაშებზე უკვე 7 მედალი აქვს. 1 ოქრო, რომელიც გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში დაისაკუთრა, 3 ვერცხლი ვლადიმერ ჭინჭარაულის, ზურაბ ზურაბიანის და გიორგი ქალდანის მიერ მოპოვებული, 3 კი ბრინჯაო, რომლებიც პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა და პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა მოიგეს.