Belive

ტაისონ ფიურიმ კრივში დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა

3 დღის წინ სხვა
1 წთ

ტაისონ ფიური კიდევ ერთხელ დაბრუნდა. "ბოშათა მეფემ" ერთ წლიანი პენსიაზე გასვლის შემდეგ, რინგზე ასვლა კვლავ გადაწყვიტა. ამის შესახებ ყოფილმა ჩემპიონმა საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით შეგვატყობინა.

2026 წელი დაბრუნების წელია. გარკვეული დროით წავედი, მაგრამ ახლა აქ ვარ, 37 წლის და კვლავ ვურტყამ. - წერს ტაისონ ფიური
View this post on Instagram

A post shared by Tyson Fury (@tysonfury)

ბოლო ბრძოლა ტაისონ ფიურიმ ოლეკსანდრ უსიკთან გამართა. 2024 წლის მაისში გამართული ჩხუბის შემდეგ, ბრიტანელს შანსი მიეცა, რომ რევანში აეღო. თუმცა, უკრაინელმა მეორე გამარჯვებაც მოახერხა და ფიური პენსიაზეც გაუშვა.

სხვა სტატიები