"ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ რემატჩს მივიღებთ" - ვუდი იანისა და მერაბის ბრძოლაზე
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯონ ვუდმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პოტენციურ ბრძოლაზე ისაუბრა. დვალიშვილის მწვრთნელი ამბობს, რომ რემატჩი გარანტირებული აქვთ. მისი თქმით, UFC-ს ამაზე მომგებიანი ჩხუბის ჩანიშვნა არ შეუძლია.
ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ რემატჩს მივიღებთ. მე მჯერა, რომ ვიმსახურებთ კიდეც. ამ ჩხუბამდე ყველა ამბობს, რომ მერაბი ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქი წონის მებრძოლი იყო და ერთი ფეხის დაცდენის შემდეგ ყველამ ხელი ჩაიქნია. ასეთ რაღაცებთან გამკლავება გვიწევს. არ მჯერა, რომ UFC-ს ამაზე უკეთესი ან დამსახურებული ბრძოლის ჩანიშვნა შეძლოს. მათ იციან რა უნდა გააკეთონ. მარკეტინგის ნამდვილი მანქანები არიან და ისიც იციან ჩხუბები როგორ ჩანიშნონ. თუ ყველაზე დივიზიონში არა, სუპერმსუბუქ დივიზიონში მაინც ყველაზე მომგებიანი ჩხუბი იქნება. - განაცხადა ჯონ ვუდმა
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს და პიოტრ იანს ორი ბრძოლა აქვთ ჩატარებული. პირველ შემთხვევაში მერაბმა მოიგო და იმ დროს სატიტულო ჩხუბს ძალიან მიუახლოვდა. წლების შემდეგ მათი რევანში შედგა, სადაც იანმა უკვე ჩემპიონი დვალიშვილი დაამარცხა და ქამარი თავად მოირგო წელზე.