„პირველ ჩხუბში მეზიზღებოდა, მეორეში კი შეცდომა დავუშვი“ - მერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან გასულ ორთაბრძოლებზე ისაუბრა. ყოფილმა ჩემპიონმა აღიარა, რომ რევანშში მეტი ტაქტიკური გეგმით უნდა გამოსულიყო, თუმცა დასძინა, რომ ამჯერად უფრო ჭკვიანურად ემზადება და გულშემატკივარი ოქტაგონზე ნამდვილ ჩემპიონს იხილავს.
პირველ ჩხუბში იანი მეზიზღებოდა. ეს ბრძოლა ჩემთვის პირადული იყო და მასზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ეს ყველაფერი იმ უპატივცემულობიდან იყო გამოწვეული, რომელიც ჩემი და ალჯამაინც სტერლინგის მიმართ გამოიჩინა. მეორე ჩხუბში ის უნდა დამემარცხებინა და ოქტაგონზე უბრალოდ მორიგი ბრძოლის ჩასატარებლად გამოვედი. ეს ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. მე მეტი გეგმით უნდა გამოვსულიყავი. ამჯერად უფრო ჭკვიანურად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, ნამდვილ ჩემპიონსაც ვიხილავ. - მერაბ დვალიშვილი
Merab Dvalishvili tells Robert Whittaker that he HATED Petr Yan in their first fight due to him disrespecting Aljamain Sterling, but felt TOO RELAXED in their second fight 👀
— Title Fight (@TitleFightMedia) September 30, 2026
“First fight when I was fighting with him I hated Yan and that was very personal for me, and I was so… pic.twitter.com/n0eoTDrOm7
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის ანგარიში 1:1 არის. მათი გზები პირველად 2023 წელს გადაიკვეთა. ჩემპიონობისკენ მიმავალმა დვალიშვილმა იანის ბარიერი მარტივად გაიარა და 5-რაუნდიან ჩხუბში მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა. რაც შეეხება მეორე ჩხუბს, იქ მერაბი უკვე ჩემპიონის რანგში იყო. სამწუხაროდ იანმა შეძლო რევანშის აღება და ახლა სწორედ ის არის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი. მათი მესამე დაპირისპირება აბუ დაბიში 24 ოქტომბერს გაიმართება.