სტერლინგს ჩხუბი მოჰპარეს? - ალჯო მსაჯებს ადანაშაულებს
UFC Qatar-ის თანამთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ალჯამეინ სტერლინგი და კევინ ვალეხოსი დაუპირისპირდენენ. 3-რაუნდიანი ბრძოლის ბედი მსაჯებმა გადაწყვიტეს და გამარჯვება ერთხმად მიანიჭეს არგენტინელ ვალეხოსს. მარცხის შემდეგ გამოქვეყნებულ წერილობით პასუხში, სუპერმსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯო სტერლინგმა, გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენა.
მისი უკმაყოფილება გაცვლების პირად შთაბეჭდილებას ეფუძნებოდა: სტერლინგს ეგონა, რომ მეტოქეს უფრო ხშირად ურტყამდა და მის შეტევებსაც უკეთ არიდებდა თავს. ოფიციალური სტატისტიკა კი მნიშვნელოვან განსხვავებას აჩვენებს დარტყმების საერთო მოცულობასა და მნიშვნელოვანი დარტყმების კატეგორიას შორის.
UFC Stats-ის მონაცემებით, სტერლინგმა 138 მცდელობიდან ჯამში 74 დარტყმა განახორციელა, ხოლო ვალეხოსმა 119-დან 61. ამ კატეგორიაში ამერიკელს 13 დარტყმის უპირატესობა აქვს, თუმცა მნიშვნელოვანი დარტყმების (significant strikes) შემთხვევაში სურათი იცვლება: ვალეხოსმა 94-დან 37 ზუსტი დარტყმა მიიტანა, სტერლინგმა კი 93-დან 32. ამ კატეგორიაში სიზუსტე გამარჯვებულისთვის 39%, მისი მეტოქისთვის კი 34% იყო.
ჭიდაობის სტატისტიკაც არათანაბარი გამოდგა: სტერლინგმა თეიქდაუნის 12 მცდელობიდან 1 შეასრულა და კონტროლში 3:32 წუთი გაატარა. ვალეხოსმა ერთადერთი დაფიქსირებული მცდელობა ვერ გამოიყენა და კონტროლის დრო 58 წამი შეადგინა. არცერთ მებრძოლს არ ჰქონია ნოკდაუნი, მტკივნეული/მახრჩობელა ილეთის მცდელობა ან რევერსი.
რა უნდა ქნა? როცა ოქტაგონში ხარ, მეტ დარტყმას ახვედრებ და თავად იცელ, ბუნებრივია, გგონია, რომ ბრძოლას შენს სასარგებლოდ გადახრი. იქნებ მისი კუთხის წარმომდგენლების შეძახილებმა განიავებულ დარტყმებზე მსაჯებზე იმოქმედა? არ ვიცი, დღეს იღბალმა გვიმტყუნა. გილოცავ, კევინ. უარეს სიტუაციებშიც ვყოფილვარ და დავბრუნებულვარ. მადლობა მხარდაჭერისთვის. - წერს სტერლინგი
🚨 Kevin Vallejos just beat Aljamain Sterling by unanimous decision 👀
— Championship Rounds (@ChampRDS) November 21, 2026
(30-27 x2, 29-28) #UFCQatar pic.twitter.com/7FfcDpijeI