Belive

Sportskeeda ნასურდინ იმავოვის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს

10 თვის წინ სხვა
1 წთ

2024 წელს რომან დოლიძე პირველი ქართველი იქნება, რომელიც UFC-ის ოქტაგონზე გამოვა. მისი მოწინააღმდეგე საშუალო წონის მე-11 ნომერი ნასურდინ იმავოვი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება Fight Night-ზე საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Sportskeeda-მ ამ შეხვედრაში ფავორიტად ნასურდინ იმავოვი დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ მებრძოლს დიდი სახელი არ აქვს, UFC-ის რეიტინგში მაღალ პოზიციაზე იმყოფებიან. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ ბრძოლის შედეგმა ქამრის კონკურენტზეც გავლენა მოახდინოს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნასურდინ იმავოვს მაღალ დონეზე ბრძოლის უფრო დიდი გამოცდილება აქვს. გასულ წელს მან 5-რაუნდიანი ბრძოლა შონ სტრიკლენდის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო.

ბოლო ბრძოლაში რომან დოლიძე ქამრის ყოფილ კონტენდერთან - მარვინ ვეტორთან დამარცხდა. საინტერესოა, რომ ეს შეხვედრა ბევრმა ქართველის სასარგებლოდ მიიჩნია. ორთაბრძოლის დასასრულში ის ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ მისი დარტყმები უფრო ზუსტი და დამაზიანებელი იყო. უფრო ზუსტი დარტყმები, რომ ჰქონდეს ქამრისთვის ბრძოლაზე მისი განხილვა აზრს მოკლებული არ იქნებოდა.

იმავოვი UFC-ში გრეპლერის სტატუსით მოვიდა, თუმცა, ის კარგ სტრაიკერად ჩამოყალიბდა.

ორივე მებრძოლის სიმტკიციდან გამომდინარე, ამ დაპირისპირებაში ნოკაუტის წინასწარმეტყველება რთულია. ეს ყველაფერი იმაზეც არის დამოკიდებული იმავოვი რამდენად გაუძლებს დოლიძის ძლიერ მუშტებს ან რამდენად გაუძლებს დოლიძე იმავოვის უზუსტეს დარტყმებს.

რომელიმე შეეცდება ბრძოლის მიწაზე გაგრძელებას? ქვეჭიდში ორივე მებრძოლი ძალიან საშიშია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ორივეს ჭიდაობა ჩაიშლება. არ არის მოსალოდნელი, რომ რომელიმემ მიწაზე გადაწყვიტოს ბრძოლა.

ეს დაპირისპირება ნებისმიერი გზით შეიძლება განვითარდეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დოლიძე ვეტორისთან საკმაოდ დაიღალა, ხოლო იმავოვი სტრიკლენდთან 5 რაუნდის ბოლოს ისევ კარგად სუნთქავდა, ფავორიტად მაინც ფრანგს მივიჩნევთ.

არჩევანი: მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლას იმავოვი იგებს. - წერს Sportskeeda

შეგახსენებთ, რომ რომანისა და ნასურდინის ბრძოლა თბილისის დროთ 4 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები