Belive

"ჩემთვის იდეალური იქნება მახაჩევს ქვესაშუალო წონაში შევხვდე" - ილია თოფურია

3 დღის წინ სხვა
1 წთ

გასულ ღამეს ილია თოფურია ცნობილ ამერიკელ სტრიმერს სტუმრობდა. ადინ როსთან ილიამ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. "მატადორმა" განაცხადა, რომ მახაჩევთან 77 კილოგრამში ბრძოლა მისთვის ყველაზე კარგი იქნება.

მასთან ქვესაშუალო წონაში ბრძოლა ჩემთვის იდეალური იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში მესამე ქამარსაც მივიღებ. ასევე კარგი იქნება თუ 70-ს და 77 კილოგრამს შორის ახალ ქამარს შევქმნით. ვუწოდოთ Pound for Pound-ის ქამარი, რატომაც არა? ის პირველი ნომერია, მე მეორე. თავად ვთვლი, რომ პირველი მე ვარ. ორ საუკეთესო რეიტინგის პირველი ნომრობისთვის აჩხუბებ, ვინც მოიგებს საუკეთესოა. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია. მას წინ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბი ელის, რომელიც დროებით ტიტულს ფლობს. დიდი ალბათობით, მათი ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაიმართება.

სხვა სტატიები