"ილიას ფული არ ადარდებს" - ტიმ უელში
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
შონ ო'მალის მწვრთნელმა ტიმ უელშმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ტიმმა ეს საკუთარ YouTube არხზე გააკეთა.
ილიამ ქამარი დათმო. თავიდან ამბობდა, რომ ამას არ გააკეთებდა. თუმცა, მაშინ როცა ბანკის ანგარიშზე საკმარისი რაოდენობის ფული გაქვს, Pay Per View-ს ქულები აღარ გადარდებს. თოფურიას ფული არ ადარდებს, მას მხოლოდ მემკვიდრეობა აინტერესებს. ის სულ რაღაც 28 წლისაა და წინ კიდევ დიდი კარიერა აქვს. ილია ნამდვილი გიჟია. UFC 317-ს მოუთმენლად ველი. - განაცხადა ო'მალის მწვრთნელმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას სულ მალე საჩემპიონო ბრძოლა ელის. "მატადორი" მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ჩხუბი ლას ვეგასში გაიმართება და ჩვენი დროით 29 ივნისს, გამთენიისას დაიწყება.