Belive

სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია

7 თვის წინ სხვა
1 წთ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 9 აპრილს 1 ბრინჯაოსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ფინალურ დაპირისპირებაში, სოლომონ მანაშვილმა (125კგ) ბრწყინვალედ იასპარეზა, თუმცა ბოლო წუთზე მეტოქის ჩელენჯი დაკმაყოფილდა და გიორგი მეშვილდიშვილთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ეს არის პირველი ვერცხლის მედალი, რომელიც საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა. 8 აპრილს ოქროსმედალოსანი გივი მაჭარაშვილი (97კგ) გახდა.

ასევე, ცოტა ხნის წინ დასრულებულ ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ დაპირისპირებაში, მირიან მაისურაძემ (92კგ.) მეტოქე 5:0 დაამარცხა და ბრინჯაოსმედალოსანი გახდა. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა - 3 ბრინჯაო, 1 ვერცხლი, 1 ოქრო.

ფოტო: GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები