Belive

გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

97-კილოგრამ წონით კატეგორიაში, ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გივი მაჭარაშვილმა, ამჯერადაც დამაჯერებლად იასპარეზა და ჩემპიონის ტიტულს მესამედ დაეუფლა.

ფინალში ქართველი მოჭიდავე მაგომედ კურბანოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, საქართველოს თავოსუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს 2 ბრინჯაოსა და 1 ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოსმედალოსნები აკაკი ქემერტელიძე (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) გახდნენ.

სხვა სტატიები