აკაკი ქემერტელიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია
7 თვის წინ
სხვა
1 წთ
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.
ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ დაპირისპირებაში აკაკი ქემერტელიძემ (70კგ) ოლექსი ბორუტა 6:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.
შეგახსენებთ, ბრინჯაოს მედლისთვის დღეს გოგა ოთინაშვილმაც (65კგ) იჭიდავა, რომელიც ვაზგენ ტევანიანთან დამარცხდა, ხოლო გივი მაჭარაშვილი (97კგ) უმაღლესი სინჯის მედლისთვის იბრძოლებს.
ფოტო: United World Wrestling