"სიმართლე, რომ გითხრათ მე მინდა, რომ მერაბმა გაიმარჯვოს" - ხაბიბ ნურმაგომედოვი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლა UFC 306-ზე 14 სექტემბერს გაიმართება.
ხაბიბ ნურმაგომედოვმა აღნიშნული ორთაბრძოლის ფავორიტი დაასახელა და მან უპირატესობა ქართველ მებრძოლს მიანიჭა:
სიმართლე, რომ გითხრათ მე მინდა, რომ მერაბმა გაიმარჯვოს, ის საქართველოდანაა, ჩვენ დაღესტანი და საქართველო მეზობლები ვართ, კიდევ იმიტომ, მინდა მერაბის გამარჯვება, რომ საინტერესო ბრძოლა შედგება უმარს და მერაბს შორის. ეს იქნება ძალიან კარგი, მაღალი დონის ბრძოლა მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებისთვის. თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ. - ხაბიბ ნურმაგომედოვი
"I think he's ready."@TeamKhabib believes that @UNmgdv is ready for a title shot next!#InAbuDhabi | @InAbuDhabi | @VisitAbuDhabi | #UFCAbuDhabi pic.twitter.com/P6L2Ogp1xI
— UFC (@ufc) August 3, 2024
შეგახსენებთ დაანონსდა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის უმცროსი ბიძაშვილი უმარ ნურმაგომედოვი სწორედ მერაბ დვალიშვილის და შონ ომალის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.