"შონს ჯოჯოხეთისთვის ვამზადებთ" - ო'მალის მწვრთნელი
3 თვის წინ
სხვა
1 წთ
დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ქართველს მშვენიერი შანსი აქვს, რომ ყველაზე პრესტიჟული MMA ორგანიზაციის ქამარი მოიპოვოს. მეტოქე მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალია, რომელიც საკუთარ ქამარს მეორედ დაიცავს.
როგორც "შუგას" მწვრთნელი ამბობს, მერაბთან ბრძოლისთვის ისე ემზადებიან როგორც არასდროს.
ვიცით, რომ საშიშია. საშიში რომ არ იყოს, ჩვენ არ ვივარჯიშებდით. მე და შონი იმაზე მაგრად ვვარჯიშობთ ვიდრე, აქამდე გვივარჯიშია. ეს მოსამზადებელი პერიოდი იმაზე უკეთესი, რომელიც "ჩიტოსთან" და "ალჯოსთან" გვქონდა. ჩვენ შონს ჯოჯოხეთისთვის ვამზადებთ.
მოხარული ვარ, რომ არ მიწევს იმ ბიჭების გაწვრთნა, რომელიც "შუგას" წინააღმდეგ იბრძვიან. ძალიან რთულია იპოვო ისეთი ადამიანი, რომელიც შონთან ახლოს მაინც მივა.
მერაბის გამძლეობა ერთ-ერთი კომპონენტია რომელიც გვაშინებს. ის უბრალოდ წინსვლას განაგრძობს. თუ შონის თეიქდაუნზე დაჭერას ვერ შეძლებს, მოუწევს ეს გააკეთოს. ო'მალისთან 5 რაუნდი დგომში ბრძოლა არც ისე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება.
შეიძლება მერაბი ყველაზე ჭკვიანი არ იყოს მაგრამ, ეს მას უფრო საშიშს ხდის. შონი ჭკვიანი მეტოქის ტვინს მარტივად გადაღლის. მერაბის მსგავსი მებრძოლი, რომელიც საკუთარი ტვინით არც ისე გამორჩეულია, ცრუ ილეთებზე არც კი ირეაგირებს და სულ წინ ივლის. - განაცხადა ტიმ ველჩმა
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.