Belive

"დარწმუნებული არ ვარ, რომ მერაბმა პირველი ბრძოლა მოიგო" - ჩელ სონენი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ჩელ სონენმა მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის ბრძოლის შესახებ ისაუბრა. როგორც ჩანს, ამერიკელის სიმპათიები "შუგას" მხარეს იხრება. გარდა ამისა, სონენი თვლის, რომ პირველი ჩხუბი ო'მალის გამარჯვებით დასრულდა.

დარწმუნებული არ ვარ, რომ მერაბმა იმ საღამოს მოიგო. ამას დიდი ამბავი არ მოჰყოლია. ხალხმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, უბრალოდ ყველა ადგა და სახლში წავიდა. ამან გამაოცა. თუ მეოთხე და მეხუთე რაუნდებს ნახავთ, შესაძლოა აზრი შეგეცვალოთ.ეს ჩხუბი ო'მალის სასარგებლოდ 3-2 დასრულდა. ამ ორიდან თუ ვინმე უკეთესად იჩხუბებს, ეს ო'მალი იქნება. - ამბობს ჩელ სონენი

შეგახსენებთ, მერაბისა და შონის ჩხუბი 8 ივნისს გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები