ხაბიბი: "ვფიქრობ, არმანი ილიაზე მეტად სერიოზული მებრძოლია"
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ისლამის შესაძლო ოპონენტებზე ისაუბრა. ლეგენდარულმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ მახაჩევისთვის ცარუკიანი უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, ვიდრე ილია თოფურია.
- რომელი უფრო საშიში იქნება ისლამისთვის, არმანი თუ ილია?
- ჩემი აზრით, საქმე უფრო საშიშს არ ეხება. მოდი ვთქვათ უფრო კონკურენტუნარიანი. ჩემი აზრით, ეს ცარუკიანია. ვფიქრობ, არმანი ილიაზე მეტად სერიოზული მებრძოლია. თოფურია 66-ში კარგია, მაგრამ ჯერ 70-ში არ გვინახავს. მჯერა, რომ ისლამისთვის არმანი მეტად ანგარიშგასაწევი ძალაა.
- ილიამ ქამარი დათმო, წონა შეიცვალა და ისლამი გამოიწვია. ბევრი პირდაპირ მახაჩევის გამოწვევის გამო აკრიტიკებს. თავად რას ფიქრობ?
- არ ვიცი ილიამ UFC-სთან რა შეთანხმებას მიაღწია. თუ ყველაფერს ისლამის მხრიდან შევხედავთ, მან 66-ს ჩემპიონს უკვე ორჯერ მისცა შანსი. ისლამმა ორივეჯერ მოიგო. წარმოვიდგინოთ, რომ ილიამ ეს შანსი მიიღო და მახაჩევმა მოუგო. შედგება განმეორებითი ჩხუბი ის კვლავ წააგებს. ილია 70 კილოგრამში არავინ ყოფილა და ისლამმა ასეთი კაცი ორჯერ დაამარცხა. ამიტომ აჩხუბეთ ვინმესთან, გახდეს რეალური ჩემპიონობის კანდიდატი და ისლამი ნებისმიერთან იბრძოლებს. - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა