Belive

"შონ ო'მალის MMA-ში გარანტირებულად დავამარცხებ" - რაიან გარსია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ამერიკელმა პროფესიონალმა მოკრივემ რაიან გარსიამ განაცხადა, რომ შონ ო'მალის MMA-ში დაამარცხებს. MMA Hour-თან საუბრისას, გარსიამ თქვა, რომ სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონთა ჩხუბი ძალიან სურს.

შონ ო'მალის MMA-ში გარანტირებულად დავამარცხებ. მე ბუნებრივი ვარ, ეს თქვენ არ გესმით. ჭიდაობის ნიჭი ბუნებრივად მაქვს. მე ჩემი დაცვა დავამარცხე, რომელიც მოჭიდავეა. მე ძლიერი ვარ და საოცარი გამძლეობა მაქვს. მას კრივში აუცილებლად გავთიშავ. მაგრამ ეს სამართლიანი არ იქნება. სამართლიანი იქნება თუ საკუთარ თავს MMA-ში დავტესტავ. ვიცი, რომ თუ ყოველდღე დროს ამას დავუთმობ, თან მომზადებაში ნეით დიასი და ალექს პერეირაც დამეხმარებიან, მას აუცილებლად დავამარცხებ. მოვალ ყველაფრით, რაც გამაჩნია და შონ ო’მალის UFC-ში გავანადგურებ. - განაცხადა რაიან გარსიამ
View this post on Instagram

A post shared by MMA Fighting (@mmafighting)

რაიან გარსიას საკმაოდ შთამბეჭდავი რეკორდი აქვს. კარიერაში ჩატარებული ბრძოლებიდან 24 მოგებული აქვს, აქედან 20 ნოკაუტით. ამერიკელ ერთადერთი მარცხი აქვს, რომელიც ჯერვონტა დევისთან განიცადა.

სხვა სტატიები