Belive

"2025 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტი ვიქნები" - ილია თოფურია

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

Webpositer-ის პოდკასტში საუბრისას ილია თოფურიამ სამაოდ საინტერესო განცხადება გაავრცელა. "მატადორის" თქმით, ის 2025 წელს ყველა მდიდარი სპორტსმენი იქნება.

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ 2025 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტი ვიქნები. - ამბობს UFC-ის ჩემპიონი

ილიას ამბიციები და თავდაჯერებულობა ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. "მატადორი" გვპირდებოდა, რომ ვოლკანოვსკის დაამარცხებდა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდებოდა. ეს ბევრს შეუძლებელი ეგონა, თუმცა, თოფურიამ შეძლო.

ახლა კონკურენტი საკმაოდ რთულია. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი კრიშტიანუ რონალდუა. უახლესი სტატისტიკის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუს 500 მილიონი დოლარის ქონება აქვს. ასეთი მონაცემები ზუსტი არასდროს არის თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ილიას წლიური შემოსავალი 130 მილიონი ევროა.

სხვა სტატიები