Belive

თოფურიამ მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

COPE-სთან საუბრისას ილია თოფურიამ მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა და საინტერესო რამ განაცხადა. "მატადორს" წონის შეცვლა და დივიზიონის ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატთან - ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა სურს.

ჩემი მომავალი ბრძოლის ლოკაციად მაიამი განიხილება. სიმართლე გითხრათ ამაში დარწმუნებული არ ვარ. დაზუსტებით არაფერი ვიცი, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მინდა მოვისმინო როგორ ხედავენ ჩემს მომავალს. თუმცა, მე ზუსტად ვიცი რაც მსურს. მინდა წონა შევიცვალო და ვიდრე ჩემპიონი ისლამი იანვარში იბრძვის, დივიზიონის მთავარ კონტენდერს ჩარლზ ოლივეირას შევხვდე. - განაცხადა ილია თოფურიამ
View this post on Instagram

A post shared by MMA Pros Pick (@mma.pros.pick)

ბოლო ბრძოლა ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა.

რაც შეეხება ოლივეირას, ბრაზილიელმა მაიკლ ჩენდლერი ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა.

სხვა სტატიები